კირილ ბუდანოვი - რუსეთში წვრთნებს გადის 11 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან იქნებიან მზად უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის
კირილ ბუდანოვი - რუსეთში წვრთნებს გადის 11 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან იქნებიან მზად უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის

1-ელი ნოემბრიდან 11 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო მზად იქნება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ამჟამად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადიან წვრთნებს.

„პირველი ქვედანაყოფი, რომელშიც 2 600 ჯარისკაცი შედის, გაიგზავნება კურსკის ოლქში. დანარჩენი ჯარისკაცების გადაადგილების გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ ეტაპზე სრული სურათი არ გაგვაჩნია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.