მარკ რუტე - ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ყველა საკითხში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ჩათვლით, რომელმაც რეგიონზე, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოზე იმოქმედა
მარკ რუტე - ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ყველა საკითხში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ჩათვლით, რომელმაც რეგიონზე, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოზე იმოქმედა

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ყველა საკითხში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საშინელი აგრესიის ჩათვლით, რომელმაც მთელს რეგიონზე, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოზე იმოქმედა, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ რეიკიავიკში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებს.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციას ყოველთვის ევროკომისია ამზადებს, თუ როგორი ნაბიჯი გადაიდგას. გასული წლის ივნისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოზე გვქონდა სიღრმისეული დისკუსია. ჩვენ მივყვებით პროცესს და დიდი იმედი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გადასვლის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ჩვენ, შესაძლოა, ყველაფერზე ერთი აზრის არ ვართ, მაგრამ საქართველოს ევროპული ორიენტაცია, ასევე ფაქტი, რომ საქართველო მუშაობს წინსვლისა და დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ეს ყველაფერი იქნება ჩვენს დღის წესრიგში“, – განაცხადა რუტემ.