მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები კომპანიას შევიწროებისა და დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივიან
მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის – პრისცილა ჩანის ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები კომპანიას შევიწროებისა და დისკრიმინაციის ბრალდებით უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ორმა მოქალაქემ მილიარდერი წყვილის და მათ ოჯახთან დაკავშირებული კორპორაციული სუბიექტების წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა.
სარჩელებში აღნიშნულია, რომ კომპანიები პასუხისმგებლები არიან თანამშრომლების სექსუალურ შევიწროებაზე და დისკრიმინაციაზე.
ორივე სარჩელი ბრალდებულებად ცუკერბერგს და ჩანს ასახელებს. სასამართლო პროცესში უშუალოდ „ფეისბუქი“ ნახსენები არ არის.
„ენბისი ნიუსი“ წერს, რომ მოსარჩელეები ლგბტქ-თემის წევრები არიან და აცხადებენ, რომ მათ მიმართ არაერთი დამამცირებელი გამონათქვამი გაჟღერდა.