მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
პირველი არხი დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.