მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

02:54, 31.12.2017

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

პირველი არხი დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მსგავსი