მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 15 მაისს თამარ სხირტლაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 15 მაისს თამარ სხირტლაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 15 მაისს თამარ სხირტლაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

შემოქმედებით საღამოზე მსახიობი ითამაშებს ნაწყვეტს სპექტაკლიდან „სარკე“. 90 წლის იუბილეს მსახიობს კოლეგები მიულოცავენ.

თამარ სხირტლაძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1949-1967 წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო; 1967-1975 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.

მარჯანიშვილის თეატრში შექმნილი აქვს როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე“), ლამაზისეული (ი.ჭავჭვაძის „კაცია-ადამიანი?!“), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“) და სხვა.

თამარ სხირტლაძის კინო როლებია: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (1975), „წინაპართა მიწა“ (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია“ (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა“ (1984), „ფესვები“ (1987), „ზვარაკი“ (1990), „ლუკას სახარება“ (1998), „ნუცას სკოლა“ (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი“ (მართა, 2009) და სხვა.