თუმანიშვილის თეატრში თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამო გაიმართა [ფოტო-ვიდეო]

მიხეილ თამუნაშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგის და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია, მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.