ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო, მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით
ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო, მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო. თავისი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული ტალანტის დამსახურებით, თამარ სხირტლაძემ მრავალ თაობას დაამახსოვრა თავი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟებისთვის სულის შთაბერვით.

ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

მსახიობი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.