მარინა კალიურანდი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს
მარინა კალიურანდი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს

ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრმა, მარინა კალიურანდიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონი ევროპარლამენტის წევრებს რეგულარულად აწვდის ინფორმაცის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ბატონ დანიელსონთან ბოლო ბრიფინგი დაახლოებით ერთი კვირის წინ გვქონდა. ბატონი დანიელსონი რეგულარულად აწვდის ინფორმაცის ევროპარლამენტის წევრებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ დროისთვის მისი ვიზიტის ორი რაუნდი წარმატებული არ აღმოჩნდა, თუმცა როგორც მესმის, მედიაცია არ დასრულებულა. ამ დროისთვის ძალისხმევა გრძელდება თბილისში, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ხელმძღვანელობით. როგორც ვხვდები, პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ეძებენ კომპრომისს. ასე რომ, მედიაციის პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები შეძლებენ გამოსავლის პოვნას, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პანდემია და სხვა საკითხები. ამჟამად დღის წესრიგში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.