დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო და გმობენ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს“.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც უნდა იყოს მტკიცედ დაცული. ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება სადავო კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით, რომელიც არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. დამტკიცების შემთხვევაში ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.

„მათ არ სურთ, იყვნენ რუსული ორბიტის ნაწილი. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, დააკმაყოფილონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებს დაუღალავ მიჯაჭვულობას დემოკრატიასთან, ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს გზას ევროკავშირისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.