მარინა კალიურანდი - მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, „ბორდერიზაციის“ შეუკავებელი პროცესი, მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს
მარინა კალიურანდი - მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, „ბორდერიზაციის“ შეუკავებელი პროცესი, მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს

ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას მიესალმება. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მარინა კალიურანდი წერს, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები უნდა შეწყდეს.

„მივესალმები ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ვაფასებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფასილიტაციას მის გათავისუფლებაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრები და დისკუსიები არის უპირველესი მნიშვნელობის. „ბორდერიზაციის“ შეუკავებელი პროცესი, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს!“, – წერს მარინა კალიურანდი.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.