მარინა კალიურანდი - ეს არის ადგილობრივი არჩევნები და სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიისას არასათანადო დრო დაეთმო საკითხებს, რომელებიც რეალურად მნიშვნელოვანია ხალხისთვის
მარინა კალიურანდი - ეს არის ადგილობრივი არჩევნები და სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიისას არასათანადო დრო დაეთმო საკითხებს, რომელებიც რეალურად მნიშვნელოვანია ხალხისთვის

ეს არის ადგილობრივი არჩევნები და სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიის დრო არასათანადო დრო დაეთმო იმ საკითხებს, რომელებიც რეალურად მნიშვნელოვანია ხალხისთვის, – ეს განცხადება ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „მოამბესთან“ ინტერვიუში დღეს გააკეთა.

როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნების დროს უნდა გადაწყდეს ადგილობრივი თვითთმართველობის საკითხები.

„ეს არის ადგილობრივი არჩევნები. აქვე ვიტყვი, რომ დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე სწორედ ამ თემაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიისას არასათანადო დრო დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც რეალურად მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ძალიან ბევრი დრო და ენერგია იხარჯება სიტუაციის პოლარიზაციაზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ადგილობრივი არჩევნების დროს უნდა გადაწყდეს ადგილობრივი თვითთმართველობის საკითხები. რაც შეეხება შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ დოკუმენტს, რომელიც სხვადასხვა პარტიის მიერ იყო შეთანხმებული და ამ პროცესში ძალიან სიღრმისეულად მონაწილეობდა ევროკავშირი. ცხადია, ჩვენ ველოდებით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტის მიმართ ერთგული დარჩეს. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს ევროკავშირის შესაძლო რეაქციებზე. ვიტყვი შემდეგს, ეუთო/ოდირის მისიას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. მათ ეს დასკვნა სრულად უნდა წაიკითხონ და არა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მათ მოსწონთ. სწორედ ეს იყო პრობლემა, რომელიც გაჩნდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს ეუთო/ოდირის დასკვნიდან სასურველი ნაწილების ამოკრეფვა, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწყობდათ. მე იმედი მაქვს, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ეს სიტუაცია თავიდან იქნება არიდებული“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.