მარინა ენდელაძე - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტია მოთავსებული.
„თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტია მოთავსებული. უმეტესი პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, რომელთა პროგნოზი ვფიქრობ, კეთილსაიმედოა. გუშინ ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი და შემოვიდა ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 828-ს შეადგენს.