ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ყველა არის იმპორტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 828-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი