მარინა ენდელაძე - დღეს მივიღეთ ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი, კლასტერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს
დღეს მივიღეთ ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი, კლასტერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში სულ 32 პაციენტი რჩება.
„დღეისათვის, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გვყავს 32 პაციენტი. დღეს გავწერეთ ექვსი გამოჯანმრთელებული, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ხვალისთვის იქნება კიდევ ახალი ტესტირება, ჯერ ვერ გეტყვით, რამდენი იქნება გამოჯანმრთელებული.
დღეს მივიღეთ ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი, კლასტერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი გახლავთ კრიტიკული პაციენტი, იყო მძიმედ და ჯერჯერობით ისევ კრიტიკული რჩება, მაგრამ სტაბილური. მცირედი გაუმჯობესებაც გვაქვს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვით. ასევე, მძიმე პნევმონიით გვყავს ორი პაციენტი. ასეთ ხუთი პაციენტი იყო და მათგან სამის მდგომარეობა გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 642 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 349 პაციენტი გამოჯანმთელდა.