თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, უმეტესობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, უმეტესობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე.

„ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული. პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია. კიდევ რამდენიმე ბოქსი დაგვემატება, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს რემონტი. ჩვენთან არის ერთი თვის ბავშვი, რომლის მდგომარეობა შემოსვლისას შედარებით მძიმე იყო, მაგრამ ახლა მდგომარეობა გაუმჯობესებულია. უმეტესი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გახლავთ  საშუალოზე მძიმე. არიან მძიმე პაციენტებიც. ექვსი მკურნალობს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში, დანარჩენი მძიმე პაციენტები არიან მოთავსებული ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელთაც აქვთ მძიმე პნევმონია და საჭიროებენ ჟანგბადით მხარდაჭერას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.