„მარიბორის“ მწვრთნელი - „ჩიხურასთან“ ადვილი შეხვედრა არ იქნება
„მარიბორის“ მწვრთნელი - „ჩიხურასთან“ ადვილი შეხვედრა არ იქნება

ხვალ საჩხერის „ჩიხურა“ სლოვენიურ „მარიბორს“ უმასპინძლებს – ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

„მარიბორის“ მთავარი მწვრთნელი, დარკო მილანიჩი ჟურნალისტებს შეხვდა და ქართულ გუნდთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება გვსურს და ამ მიზანზე ვართ კონცენტრირებულები. „ჩიხურა“ ძლიერი გუნდია, თუმცა, ყველანაირად ვეცდებით, ეს შეხვედრა მოვიგოთ. „ჩიხურას“ დადებით მხარეებზე საჯაროდ ბევრს არ ვილაპარაკებ. ფაქტი ისაა, რომ ეს არის სწრაფი, ტექნიკურად გამართული გუნდია და მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ადვილი შეხვედრა არ გველის“, – აღნიშნა მან.