მარიამ ლაშხი - რეზოლუციებსა თუ საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი, ოსეთი-სამაჩაბლო დღემდე სეპარატისტულ რეგიონებად მოიხსენიება, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს ორი რეგიონი ოკუპირებულია
მარიამ ლაშხი - რეზოლუციებსა თუ საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი, ოსეთი-სამაჩაბლო დღემდე სეპარატისტულ რეგიონებად მოიხსენიება, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს ორი რეგიონი ოკუპირებულია

რეზოლუციებსა თუ საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთი, ოსეთი-სამაჩაბლო დღემდე სეპარატისტულ რეგიონებად მოიხსენიება. მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს ორი რეგიონი ოკუპირებულია – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ლაშხის თქმით, მნიშვნელოვანია, ოკუპაციას თავისი სახელი დაერქვას.

„გთავაზობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ორმხრივ შეხვედრებზე იქნება თუ საერთაშორისო მრავალმხრივ პლატფორმებზე, აფხაზეთისა და ოსეთის-სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმა, ვინაიდან რეზოლუციები იქნება თუ საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტები, დღემდე გამოყენება ტერმინი „სეპარატისტული რეგიონები“, ე.წ. break away region. ამიტომ, გთხოვთ, როდესაც მსგავსი ტიპის შემთხვევები იქნება, მიუთითოთ, ვისგან იქნება ეს წამოყენებული, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ოკუპაციას დაერქვას თავისი სახელი და შემდეგ უკვე შესაბამისი პოლიტიკა იქონიოს, იქნება ეს თითოეული ქვეყანა თუ ორგანიზაცია“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.