განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება. მარიამ ჯაშმა ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია, სახელმწიფო მდივნების მიმართულებით.
„სახელმწიფო მდივანი იქნება არაპოლიტიკური თანამდებობა, ეს იქნება კონკრეტული დარგის პორტფოლიოს მენეჯერი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებისა, დარჩება დარგის წამყვან მენეჯერად. პირველ ეტაპზე, თუკი პოზიციები შეჯერდება, საერთო პაკეტის ნაწილი იქნება სახელმწიფო მინისტრის პორტფოლიოს განსაზღვრაც.
ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით იქნება. იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია, სახელმწიფო მდივნების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზეც გამოითქვა მოსაზრება.