მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას, ეს არის დანაშაული და უგუნურობა
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა“, – წერს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი.
დღეს, დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ხერსონის გუბერნატორმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საშიში ტერიტორიებიდან.