მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.
Saddened by deadly shooting of a Georgian citizen by Russian officers close to ABL of the Georgian region of Tshkinvali/South Ossetia. Condolences to the familly & Georgian autorities. Calling for the release of a second abducted @coe @GeoMissionCoE1 @CoESpokesperson
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) November 6, 2023