მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – მივესალმები გადაწყვეტილებას, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს მხარდაჭერა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ვროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭებისა და უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ჩვენს წევრ ქვეყანას, საქართველოს. ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს ამ ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე“, – დაწერა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.
I welcome today’s #EUCO decision to open EU accession negotiations w/our member states #Ukraine & #Moldova, & to grant candidate status to our member state #Georgia. @coe ready to continue supporting these countries in their EU path @CoESpokesperson
— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) December 14, 2023