ტაირონ ვუდლიმ გილბერტ ბერნსთან წააგო, თუმცა ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი ჰონორარი გამოიმუშავა.
ნევადის კომისიამ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის უკანასკნელ ქარდზე მებრძოლების მიერ გამომუშავებული თანხები გამოამზეურა. ტაირონ ვუდლიმ მოგების ბუნუსი ვერ მიიღო, ($150 000) თუმცა, სახლში $200 000 დოლარით დაბრუნდა.
2019 წელს კამარუ უსმანთან მარცხის შემდეგ ვუდლიმ $500 000 დოლარი მიიღო. რაც შეეხება გილბერტ ბერნსს, „დურინიომ“ $168 000 დოლარი გამოიმუშავა. მას დამატებით $50 000 დოლარიც ერგო საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის. დიდი ალბათობით, ბრაზილიელი ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში ტოპ 5 საუკეთესო მებრძოლს შორის მოხვდება. სხვა მებრძოლების ჰონორარები ასე გამოიყურება
კეტლინ ჩუკაგიანი – $120 000
ანტონინა შევჩენკო – $35 000
აუგუსტო საკაი – $100 000
ბლაგოი ივანოვი – $60 000
ბილი კუარანტილო – $24 000
სპაიკ კარლაილი – $12 000
რუზველტ რობერტსი – $46 400
ბროკ ვივერი – $9600
მაკენზი დერნი – $116 000
ჰანა კიფერსი – $25 000
დანიელ როდგრიგესი – $24 000
გაბრიელ გრინი – $12 000
ჯამაჰალ ჰილი – $24 000
კლიდსონ აბრეუ – $18 000
ბრენდონ როივალი – $74 000
ტიმ ელიოტი – $81 000
კესი კენი – $54 000
ლუის სმოლკა – $48 000
კრის გუტიერესი – $40 000
ვინს მორაესი – $20 000