თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.