მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის ჩემპიონის მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ნოიერმა სექტემბერში ფეხი მოიტეხა და, ექიმების ვარაუდით, ის იანვარში უნდა დაბრუნებულიყო მოედანზე.
„არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა ნოიერი იანვრისთვის. ყველაფერი ექიმების პროგნოზების მიხედვით ხდება. ვიცით, რომ მალე ის ყავარჯნებს გვერდზე გადადებს. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა? ამასთან დაკავშირებით, პესიმიზმი არ უნდა იყოს“, – აცხადებს რუმენიგე Kicker-თან ინტერვიუში.