მანჰეტენზე, რკინიგზის სადგურ „გრანდ სენტრალ ტერმინალში“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მანჰეტენზე, რკინიგზის სადგურ „გრანდ სენტრალ ტერმინალში“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მანჰეტენზე, რკინიგზის სადგურ „გრანდ სენტრალ ტერმინალში“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურში განაცხადეს, რომ ტერმინალი, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 750 000 ვიზიტორი ჰყავს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.