კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოებში ბევრი დაშავებულია, რომლებმაც აფეთქების შედეგად კიდურები დაკარგეს. აფეთქების დროს რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით, ომის კანონების დარღვევის მუხლით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმები დღეს განახორციელეს.