“მანჩესტერ იუნაიტედი” ისევ რჩება ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად, – ასეთია აუდიტორიული კომპანია KPMG-ის დასკვნა. ინგლისური გუნდის ღირებულება 3,25 მილიარდ ევროს შეადგენს. კვლევა ეფუძნებოდა შემდეგ კრიტერიუმებს – რენტაბელობა, მაუწყებლობაზე უფლება, პოპულარობა, სპორტული პოტენციალი და სტადიონის ღირებულება.
ყველაზე ძვირადღირებული ევროპული კლუბის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – 3,255 მილიარდი
2. რეალი (ესპანეთი) – 2,92
3. ბარსელონა (ესპანეთი) – 2,78
4. ბაიერნი (გერმანია) – 2,55
5. მანჩესტერ სიტი(ინგლისი) – 2,16
6. არსენალი (ინგლისი) – 2,10
7. ჩელსი (ინგლისი) – 1,76
8. ლივერპული (ინგლისი) – 1,58
9. იუვენტუსი (იტალია) – 1,3
10. ტოტენჰემი (ინგლისი) – 1,29