„მანჩესტერ იუნაიტედი“ რუბენ ამორიმის დანიშვნაზე მუშაობს #1TVSPORT

23:18, 28.10.2024

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის დანიშვნას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა ორშაბათს ერიკ თენ ჰაგი დაითხოვა პოსტიდან. გუნდს დროებით უხელმძღვანელებს რუუდ ვან ნისტელროი.

გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნსტაინის ინფორმაციით, მანჩესტერელები მუშაობენ ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელის დანიშვნაზე. თავად 39 წლის სპეციალისტი მზად არის, ჩაიბაროს ინგლისური კლუბი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს, გადაიხადოს 10 მილიონი ევრო გამოსასყიდი, რომელიც ჩაწერილია ამორიმის კონტრაქტში.

მსგავსი