„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის დანიშვნას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბმა ორშაბათს ერიკ თენ ჰაგი დაითხოვა პოსტიდან. გუნდს დროებით უხელმძღვანელებს რუუდ ვან ნისტელროი.
გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნსტაინის ინფორმაციით, მანჩესტერელები მუშაობენ ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელის დანიშვნაზე. თავად 39 წლის სპეციალისტი მზად არის, ჩაიბაროს ინგლისური კლუბი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს, გადაიხადოს 10 მილიონი ევრო გამოსასყიდი, რომელიც ჩაწერილია ამორიმის კონტრაქტში.