რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობას დათანხმდა #1TVSPORT

12:18, 29.10.2024

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა თანხმობა განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე, – იტყობინებიან გაზეთი Manchester Evening News-ი და იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ამჟამად კლუბები კომპენსაციის თანხის შეთანხმებით არიან დაკავებული. პორტუგალიური გაზეთის, A Bola-ს მონაცემებით, ამორიმის კონტრაქტში სამი სახის კომპენსაციაა ასახული: 30 მილიონი პორტუგალიურ კლუბში გადასვლაზე, 20 მილიონი – უცხოურ კლუბში და 10 მილიონი – ევროპულ გრანდში.

39 წლის ამორიმი „სპორტინგს“ 2020 წლის მარტიდან წვრთნის.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე ერიკ თენ ჰაგის განთავისუფლების შემდეგ დარჩა.

მსგავსი