„მანჩესტერ იუნაიტედი“ - სერ ალექს ფერგიუსონმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ - სერ ალექს ფერგიუსონმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც Sky Sports-მა დაწერა, 76 წლის ლეგენდარულ შოტლანდიელ სპეციალისტს ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზი დაუსვეს.

მოგვიანებით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ ფერგიუსონმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა.

„სერ ალექს ფერგიუსონმა დღეს წარმატებით გადაიტანა ოპერაცია ტვინში სისხლჩაქცევასთან დაკავშირებით. ქირურგიული ჩარევა ძალიან კარგად წარიმართა, მაგრამ ახლა ფერგიუსონს გარკვეული ხნით ინტენსიური მოვლა სჭირდება გამოჯანმრთელებისთვის“, – წერია კლუბის ოფიციალურ „ტვიტერზე“.

სერ ალექს ფერგიუსონმა 2013 წელს დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“. მას 13-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის პრემიერლიგა და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.