კარაგერმა და ნევილმა პირდაპირ ეთერში იკამათეს - კარაგერს მიაჩნია, რომ სერ ალექსი მსაჯებს აშინებდა
კარაგერმა და ნევილმა პირდაპირ ეთერში იკამათეს - კარაგერს მიაჩნია, რომ სერ ალექსი მსაჯებს აშინებდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა, რომლებიც „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდნენ, განიხილეს მანჩესტერული კლუბის სუსტი შედეგები სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობიდან წასვლის შემდეგ.

კარაგერმა ივარაუდა, რომ ფერგიუსონის არყოფნაში, „იუნაიტედს“ აღარ აქვს ზეწოლა მსაჯებზე. ნევილი მას არ დაეთანხმა. მათ Sky Sports-ის ეთერში იკამათეს.

კარაგერი: „როგორ ფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩავარდნის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ფერგიუსონს აღარ აქვს ზეწოლა მსაჯებზე? მე აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ“.

ნევილი: „ვფიქრობ, შენი სიტყვები სიცრუეა. რეალურად ვარაუდობ, რომ „მანჩესტერ იუნატედი“ ჩემპიონატებს მსაჯების მოსყიდვით იგებდა?”.

კარაგერი: „მაშინ, როგორ აიხსნება პირველი ადგილიდან მეშვიდე-მერვე პოზიციამდე ჩამოვარდნა მას შემდეგ, რაც აღარ გყავთ მწვრთნელი, რომელიც მსაჯებს აშინებდა?“

ტელეარხ „სქაის“ პროდუსერებმა ორივე ექსპერტს გაფრთხილება მისცეს, რომ ასეთმა საუბარმა, შესაძლოა კომპანიის იმიჯს ავნოს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ტიტული უკანასკნელად 2012-13 წლებში მოიგო. ეს იყო სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო სეზონი.