სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია
სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია და მძიმე მდგომარეობაშია.

ბრიტანული მედიის ცნობით, 76 წლის ფერგიუსონი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, პარასკევს, საღამოს კი მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

Sky Sports-ის ცნობით, სერ ალექს ფერგიუსონს თავზე ოპერაცია ჩაუტარდა.