სერ ალექს ფეგრიუსონის ბოლო საღეჭი რეზინა აუქციონზე გაიყიდა

18:41, 19.03.2019

საღეჭი რეზინა, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩატარებული ბოლო თამაშისას ღეჭავდა, 390 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

როგორც ცნობილია, 26-წლიანი მოღვაწეობისას, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა იუნაიტედი 1500-ჯერ გაიყვანა მოედანზე და ამ პერიოდში მინიმუმ 3 000 საღეჭი რეზინა დაღეჭა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ბოლო საღეჭი რეზინა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აიღო და სამახსოვროდ შეინახა, მოგვიანებით კი ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა.

ირკვევა, რომ სუვენირის შეძენის სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და გამარჯვებულმა პიროვნებამ, რომლის ვინაობა არ სახელდება, 390 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

მსგავსი