მამუკა მდინარაძე - ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს
ხონში არჩევნები მიმდინარეობს უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს შედეგებზეც დადებითად აისახება, რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ჩვენი მონაცემებით ის დამაჯერებლად იმარჯვებს. უნდა გავაფორმოთ ის გამარჯვება, რომელსაც ღირსეულად აღწევს ჩვენი ღირსეული კანდიდატი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.