მამუკა გამყრელიძე - სტრასბურგის სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს დამოუკიდებელ მედიაზე უხეში ზეწოლა ხორციელდებოდა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ „რუსთავი 2“-ის დაკარგვა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია.
აი, რა მაფიქრებს და რას ვწუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები“, – წერს გამყრელიძე.