გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ქართველ ხალხში აღარ არსებობს კითხვა იმასთან დაკავშირებით, ებრძვის თუ არა ოპოზიცია ქვეყნის მომავალს
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ქართველ ხალხში აღარ არსებობს კითხვა იმასთან დაკავშირებით, ებრძვის თუ არა ოპოზიცია ქვეყნის მომავალს

კითხვა იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია ქვეყნის მომავალს ებრძვის, სამწუხაროდ, ქართველ ხალხში აღარ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ტრადიციებს უარყოფს, ეკლესიას აგინებს, მშვიდობის ჩანაცვლება უნდა ომით და ეკონომიკური დაღმავლობით.

„რადიკალური ოპოზიცია ებრძვის ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. იმით ებრძვის, რომ ტრადიციებს უარყოფს, ეკლესიას აგინებს, მშვიდობის ჩანაცვლება უნდა ომით და ეკონომიკური დაღმავლობით. ეს რომ არ გამოუვიდა, ახლა მომავალს ებრძვის იმით, რომ ქვეყანაში ევროინტეგრაცია არ უნდა მოხდეს. გამყრელიძის მორიგი საჯარო აღიარებაც ზუსტად ამის აღიარება არის, იმ ოპოზიციონერებთან ერთად, რომლებიც ასევე ამბობდნენ, რომ ოპოზიციიდან ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ და ამბობდნენ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოსო. უფრო მეტიც, სამადაშვილი დღესაც აღიარებს საჯაროდ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ევროპის შეცდომა იყო. კითხვა იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიცია ქვეყნის მომავალს ებრძვის, სამწუხაროდ, ქართველ ხალხში აღარ არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.