ბექა დავითულიანი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში ხელის შეშლა ქვეყნის წინაშე დანაშაულია, იმედია, ასეთი პოლიტიკოსები სხვა სფეროში გადაინაცვლებენ, სადაც ქვეყანას ნაკლებად დააზიანებენ
ბექა დავითულიანი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში ხელის შეშლა ქვეყნის წინაშე დანაშაულია, იმედია, ასეთი პოლიტიკოსები სხვა სფეროში გადაინაცვლებენ, სადაც ქვეყანას ნაკლებად დააზიანებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, პარლამენტში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იგივე თქვეს, რაზეც ისაუბრა მამუკა გამყრელიძემ.

დავითულიანის განმარტებით, მანამდე ორმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ოპოზიციის წარმომადგენლები დაადანაშაულა, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ხელს უშლიდნენ.

„ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიდა. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ქვეყნის წინაშე დანაშაულია. იმედია, ასეთი პოლიტიკოსები პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადაინაცვლებენ, სადაც ქვეყანას ნაკლებად დააზიანებენ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.