მამუკა გამყრელიძე - „ძალა ერთობაშიას“ მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამშაბათობით შევიკრიბებით
პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში საარჩევნო საკიხებთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ სამშაბათობით შეიკრიბებიან.
„დამთავრდა „ძალა ერთობაშიას“ მორიგი შეხვედრა. პოზიტივიდან გამოვყოფ ორ საკითხს.
1. შევთანხმდით, რომ ყველას, მათ შორის ქვეყანასაც ეჩქარება და დროის კარგვა მიუღებელია;
2. შევთანხმდით, რომ სამშაბათობით შევხვდებით.
ამ ეტაპზე, ესეც დიდ, წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. იმედია, მომავალ სამშაბათს მეტი პოზიტიური თემა გაჩნდება“, – წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.