მამუკა ჭელიძე - დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც მიმდინარეობს
მოწმე დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვის პროცედურა დასრულდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია და ამჟამად აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
„მინდა გითხრათ, გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და გიდასტურებთ, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ტარდება მთელი რიგი კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.