მამუკა ჭელიძე - ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ბოლოს დაფიქსირდა, 15 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს 
მამუკა ჭელიძე - ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ბოლოს დაფიქსირდა, 15 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ადგილი, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ბოლოს დაფიქსირდა, 15 კილომეტრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ის გარდაცვლილი ნახეს.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, ძიების დრო არ იყო განსაკუთრებულად გამოკვეთილი გარდაცვალების ვერსია.

„დილის 10:00 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან, დაახლოებით 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის ე.წ. ჭკვიანი კამერებით. დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომობილს თავად მართავს. პირველადი ძებნის სამუშაოებში, როგორც წესი, პოლიცია მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ოჯახის პოზიციებს. ძიების დროს არ არის განსაკუთრებულად გამოკვეთილი შესაძლო გარდაცვალების ვერსიები, ნებისმიერი სხვა ვერსია იხილება. ოჯახის ჩართულობა პირველივე დღიდან დღევანდელ დღემდე არის ძალიან აქტიური. გადაადგილების მარშრუტი, რაც აღმოჩნდა გამოძიების მიერ, ზუსტად ამ მიმართულებით მოხდა დეტალური შესწავლა, ათეულობით ადამიანი გამოიკითხა. კამერებზე, სადაც ავტომობილი დაფიქსირდა, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 15 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული და ზუსტად ამ მიმართულებაზე არ იყო გამოკითხული იქაური მოქალაქეები. ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ავტომანქანას. გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომელიც სიმაღლიდან აფიქსირებს ავტომანქანას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა ადგილზე, ამ კუთხით ვერ მოხერხდა იმ დღეებში ავტომობილის პოვნა“, – განაცხადა ჭელიძემ.