მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ბილ გეითსის მასპინძლობით გამართულ ვახშამზეა მიწვეული
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბილ გეითსის მასპინძლობით გამართულ ვახშამზეა მიწვეული, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ვაშინგტონიდან იუწყება.
ვახშამი, რომელიც ვაშინგტონის დროით 18:30 საათზე დაიწყება და სამ საათს გაგრძელდება, ერთ სივრცეში სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრებს, მსხვილი საფინანსო კომპანიების ხალმძღვანელებსა და მსოფლიოს წამყვან ფინანსისტებს შეკრებს.
ნაკლებად ფორმალურ გარემოში სტუმრებს ახალ ერთობლივ პროექტებსა და იდეებზე საუბრის საშუალება ექნებათ.
ღონისძიებას ბილ გეითსთან ერთად, უმასპინძლებს ნგოზო ოკონჯო-ივეალა – ცნობილი ნიგერიელი ფინანსისტი, რომელიც 2011 წელს ნიგერიის პირველი ქალი ფინანსთა მინისტრი გახდა და ამ პოსტს 2015 წლამდე იკავებდა.