მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ცდილობს, გულწრფელი პროტესტი პროვოკაციის წყაროდ გამოიყენოს 
მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ცდილობს, გულწრფელი პროტესტი პროვოკაციის წყაროდ გამოიყენოს 

მსურს, მივმართო საზოგადოებას, რადგან მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და ჩემთვისაც ეს ყველაფერი ისევე მიუღებელი იყო, როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ბუნებრივია, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა, თუმცა, ის ფაქტი, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ, არის იმის მაგალითი, რომ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას პროვოკაციის საშუალება არ უნდა მისცეს და არც მისცემს.

„მსურს, მივმართო საზოგადოებას. დიახ, მეგობრებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და მე თქვენს გვერდით ვარ ამ პროტესტში, მაგრამ ამავდროულად, ეს უპასუხისმგებლო, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს გამოიყენოს პროვოკაციის წყაროდ. ბუნებრივია, ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა სახელმწიფომ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს და არც მისცემს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მეგობრებო, ჩემო კარგებო, მე ვარ თქვენს გვერდით და თქვენი პროტესტი არის სამართლიანი. ამავე დროს, თითოეული თქვენგანი ადევნებს თვალ-ყურს, როგორ ცდილობენ, თქვენი სამართლიანი პროტესტი თავიანთი პროვოკაციებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის კომენტარს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.