მამუკა ბახტაძე საბერძნეთში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მამუკა ბახტაძე საბერძნეთში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საბერძნეთში, ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ბერძენ ხალხს და საბერძნეთის მთავრობას, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ Twitter-ში.

საბერძნეთში ტყის ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, ასობით ადამიანი დაშავებულია. საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.