მამუკა ბახტაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია! ნიკა, გილოცავ დიდ გამარჯვებას! ძალიან გაგვახარე!”,- წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.