ნიკოლოზ ბასილაშვილი შინტარო მოჩიზუკისთან დამარცხდა #1TVSPORT
August 29, 2018 - Nikoloz Basilashvili in action against Jack Sock during the 2018 US Open.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა იაპონიის ქალაქ მაცუიამაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ქართველი იაპონელ ჩოგბურთელ შინტარო მოჩიზუკისთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბასილაშვილმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლა.
წლის ბოლომდე ნიკოლოზი კიდევ რამდენიმე ჩელენჯერზე მიიღებს მონაწილეობას. ის, სავარაუდოდ, 2025 წლიდან ATP-ს უმაღლესი კატეგორიების შეჯიბრებებზე გამოჩნდება.