ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 2:5 აგებდა.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოლოზმა ფრანგი ატმანე, ტაივანელი ვუ და იაპონელი მორია დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.