ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია [ვიდეო]

17:27, 07.10.2018
BEIJING, CHINA - OCTOBER 07:  Nikoloz Basilashvili of Georgia serves to Juan Martin Del Potro of Argentina during his Men's Singles Finals match in the 2018 China Open at the China National Tennis Center on October 7, 2018 in Beijing, China.  (Photo by Di Yin/Getty Images)

BEIJING, CHINA - OCTOBER 07: Nikoloz Basilashvili of Georgia serves to Juan Martin Del Potro of Argentina during his Men's Singles Finals match in the 2018 China Open at the China National Tennis Center on October 7, 2018 in Beijing, China. (Photo by Di Yin/Getty Images)

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი,  ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.

 

პირველმა სეტმა ნიკოლოზ ბასილაშვილის უპირატესობით ჩაიარა. მან მესამე გეიმში პირველი ბრეიკი გააკეთა. სამხრეთამერიკელს მეექვსე გეიმში მიეცა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შანსი, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში ბასილაშვილი ახლოს იყო სეტში მეორე ბრეიკთან, მაგრამ არგენტინელმა ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოახერხა.
ბასილაშვილმა მთავარი მაინც მოახერხა – საკუთარი გეიმების შენარჩუნება შეძლო, რამაც პირველი სეტში მოგება მოუტანა – 6:4. საწყისი პარტია 45 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტის პირველი ექვსი გეიმი აბსოლუტურად თანაბარი თამაში მიდიოდა – ჩოგბურთელები ბრეიკ-პოინტამდე ვერ მიდიოდნენ. პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა მეშვიდე გეიმში გააკეთა, მაგრამ შემდეგ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო.

იგივე შანსი დელ პოტროს მომდევნო გეიმში ჰქონდა. იგი სამჯერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე და ბასილაშვილმა სამივეჯერ გადაარჩინა საკუთარი მოწოდება. როგორც ჩანს, გაშვებულმა შანსებმა ცუდად იმოქმედა დელ პოტროზე. მეცხრე გეიმში მან უბრძოლველად დაუთმო ქართველს საკუთარი მოწოდება და ბასილაშვილმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

მოახლოებული ტრიუმფის გრძნობამ, როგორც ჩანს, ბასილაშვილი  აანერვიულა  და მან 40:15-ზე ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. პირიქით, დელ პოტრომ ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ქართველმა მაინც აიცილა თავიდან ნერვული ფინალი და მეათე გეიმში მოამთავრა საქმე, რითაც კარიერაში ATP-ის მეორე ტიტული მოიპოვა.

მსგავსი