ძიუდო | ტაშკენტში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT

15:11, 18.11.2026

19-22 ნოემბერს ტაშკენტი ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, 22 ნოემბერს კი შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

ტურნირში 600-მდე ძიუდოისტი იჭიდავებს. მსოფლიო პირველობაზე 16 ქართველი სპორტსმენიდან ცხრა ვაჟი და შვიდი გოგონაა.

ჩვენი ვაჟთა გუნდი სამ წონით კატეგორიაში ორ-ორი ძიუდოისტით გამოვა – 66, 90 და 100 კილოგრამებში. +100 კგ-ში წარმომადგენელი არ გვეყოლება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემამდგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ. – ლუკა ომანაძე;

66 კგ. – თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი;

73 კგ. – გიგი გიუნაშვილი;

81 კგ. – გიორგი მუმლაძე;

90 კგ. – ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე;

100 კგ. – ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი;

გოგონები:

48 კგ. – თამარ გიგოლაევი;

52 კგ. – ნინო თათრიშვილი;

57 კგ. – ნინო ხარაიშვილი;

63 კგ. – ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური;

70 კგ. – ქეთი რობაქიძე;

78 კგ. – ბარბარე გელაშვილი.

მსგავსი